ახალი პარტიის თავმჯდომარის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება
ახალი პარტიის თავმჯდომარის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება
13:40 21.04.2012
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავჯდომარე არც ბიძინა ივანიშვილი და არც მისი მეუღლე ეკა ხვედელიძე არ იქნება.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, საზოგადოება ყრილობაზე შეიტყობს თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ -ეს არ იქნება ერთი კაცის პარტია, რადგანაც პარტიის საინიციატივო ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღება კამათით და ურთიერთ დაბანანსებული გადაწყვეტილებების მიღებით იქნება შესაძლებელი“- განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულ ადამიანებს ერთი განცდა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის გადარჩენასა და ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
სოზარ სუბარმა პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მანდატი უკვე აიღო.

ბეჭდვა