პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას მოითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არსებობს ეჭვი, რომ 20 მაისს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებაზე მისული მიხეილ სააკაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ამგვარი ეჭვების არსებობა ქვეყნის პირველ პირზე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის დამღუპველია. პარტია საჭიროებად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას, რომელიც ევროპიდან მოწვეულმა ექსპერტებმა უნდა განახორციელონ, რათა ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხოს“- განაცხადა მიმი გაბრიჩიძემ
მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებულმა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა, ამ ეჭვების შესახებ საკუთარ ხელისუფლებებს უნდა აცნობონ ვინაიდან, ნარკოტიკების მომხმარებელი პრეზიდენტი, დემოკრატიული სამყაროსთვის საიმედო პარტნიორი ვერ იქნება.
