ნინელი ჭანკვეტაძე - ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
ნინელი ჭანკვეტაძე - ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
15:11 15.02.2012
"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე დარწმუნებულია,  რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლას აუცილებლად შეძლებს.
"როგორც გაზაფხულის მოსვლაა გარდაუვალი, ისე ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია", - განუცხადა ჟურნალისტებს ჭანკვეტაძემ დღეს, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წარდგენის შემდეგ.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს მძლავრი იარაღი აქვს, რომელიც ფულზე არ იყიდება. "ეს იარაღი არის წესიერება, ღირსება და საქმის უანგაროდ კეთება. ბიძინა ივანიშვილმა დაამსხვრია მითი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. დღეს ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში წესიერი ადამიანები მოდიან, რომლებსაც საქმის უანგაროდ კეთება შეუძლიათ", - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
ბიძინა ივანიშვილის პარტიის, "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. დღეს კი ივანიშვილმა საზოგადოებას მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები წარუდგინა.

ბეჭდვა