გაბაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას მიესალმება
გაბაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას მიესალმება
10:36 21.04.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი საქართველოში ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალის დაფუძნებას მიესალმება.   ეს კომენტარი მან პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ნიუსპრესთან“ საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ „თავისთავად კარგია, როდესაც პარტიები იქმნება და ქვეყანა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება“.
კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ ნაციონალური მოძრაობის რეალური კონკურენტი, გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის კონკურენტი ქვეყანაში არსებული პრობლემებია, „რისი მოგვარებაც მმართველი პარტიის მიზანია“.
ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა დღეს 15:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება.

ბეჭდვა