უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს კახეთს ეწვევა.
პარლამენტის სპიკერი გურჯაანში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს და ნაყინის ქარხანას დაათვალიერებს.
ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და კახეთში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
დავით ბაქრაძე წინანდალსაც ეწვევა და ქართული ყველის ფესტივალს დაესწრება.
