ხელისუფლებაში დაბრუნებას წინა მთავრობის მინისტრები ცდილობენ. ამის შესახებ წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„რა იყო საქართველო ადრე, წინა მთავრობების დროს? რომლის მინისტრები და ერთი ადგილის მწმენდები ახლაც ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში უკან მოსვლას. საქართველო სიცილიასავით იყო, სადაც ძირითადად კრიმინალური გზით მდიდრდებოდნენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართველი მილიონერებისთვის საქართველო ბიზნესის საკეთებლად სასურველი ადგილი არ იყო. იგი კრიმინალიზირებული, ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, საიდანაც ხალხი გარბოდა.
თუმცა, ბოლო დროს, პერზიდენტის თქმით, საქართველო ქართველების ხელით შეიქმნა. მისივე თქმით, დაფუძნდა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ექსპორტზე გამსვლელი კომპანიებიც.
