საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ეწვევა
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ეწვევა
18:23 20.04.2012
22-24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მილან შტეხი ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე 23 აპრილს შეხვედრას გამართავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, რის შემდეგაც მათი ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად ჩეხ ბიზნესმენებსაც შეხვდება და ჩეხეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია მილან შტეხის შეხვედრა პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან.
დელეგაციის წევრები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსაც ეწვევიან და საგანძურის დაათვალიერებენ. ისინი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონცერტსაც დაესწრებიან.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.


ბეჭდვა