პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ გურჯაანში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს და ნაყინის ქარხანას მოინახულებს.
ხვალვე, პარლამენტის თავმჯდომარე წინანდალში ქართული ყველის ფესტივალსაც დაესწრება.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც კახეთში ხორციელდება.
