საჯარო მოსამსახურის პოსტზე მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მხოლოდ ერთხელ, მაქსიმუმ 3 თვით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულს ითვალისწინებს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომელიც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე კადრი ვერ შეარჩიეს, თანამდებობა ვაკანტური დარჩება და კონკურსი თავიდან გამოცხადდება.
ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურში პირის დანიშვნა ან დაწინაურება მხოლოდ კონკურსის გზით იქნება შესაძლებელი. ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ნებისმიერი ვაკანსია კი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ასევე, ჩამოყალიბდება შეფასების სისტემა, რომელიც ატესტაციას ჩაანაცვლებს.
