პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხები იყო.
რუსუდან კერვალიშვილმა სტუმრებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები და პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის მიღებული სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
