„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ლუკა კურტანიძეს შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ლუკა კურტანიძეს შეხვდა
17:28 20.04.2012
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის “ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ლუკა კურტანიძემ სპორტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
სპორტსმენმა ახალგაზრდებთან, ასევე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„სპორტულ ფორმას ვინარჩუნებ, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და სპორტი პოლიტიზირებული არ იქნება, დამერწმუნეთ, როგორც პროფესიონალი მე აუცილებლად ვიტყვი ჩემ სიტყვას. მოვიპოვებ მსოფლიო ჩემპიონობას და ეს გამარჯვება ქართველთა ერთობას მიეძღვნება“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ბეჭდვა