ამერიკელი საზღვაო ქვეითები რუსთავის გარბენს შეუერთდებიან
ამერიკელი საზღვაო ქვეითები რუსთავის გარბენს შეუერთდებიან
16:45 20.04.2012
10 და 21.3-კილომეტრიანი გარბენი, რომელშიც 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას, რუსთავის მერიის შენობიდან 22 აპრილს 09.00 საათზე აიღებს სტარტს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს.
გარბენში 200 მორბენალი ჩაერთვება, მათ შორის, ასევე, იქნებიან ქართველი ჯარისკაცები.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მდებარე ამერიკულ კუთხეში ხვალ 11:00–დან 16:00 საათამდე შეუძლიათ დარეგისტრირება.
გარბენი საქართველოში აშშ-ს საელჩოს გახსნის 20 წლისთავს ეძღვნება.
გარბენის სპონსორები სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანია“ და „რედ ბული“ არიან. „საქართველოს ლუდის კომპანია“ თითოეული გარბენის სამ საუკეთესო მორბენალს დააჯილდოებს. კერძოდ, პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები „სამსუნგ გალაქსის“ პლანშეტს, მეორე ადგილზე გასულები – ციფრულ ფოტოაპარატებს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები – MP3 პლეერებს მიიღებენ.

ბეჭდვა