„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ 28 აპრილს დაგეგმილი მანიფესტაცია არ შედგება
„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ 28 აპრილს დაგეგმილი მანიფესტაცია არ შედგება
15:59 20.04.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ მიმდინარე წლის 28 აპრილს დაგეგმილი მანიფესტაცია არ შედგება. ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ამომრჩეველთა ლიგის“ მიზანია ხელი შეუწყოს მიმდინარე და დაწყებულ პოზიტიურ პროცესებს, მანიფესტაციის ჩატარება დროებით გადაიდო.
„ეს აქცია აუცილებლად ჩატარდება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აქციას ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, გვერდს ვერ ავუვლით. ზუსტ თარიღს კი, მოგვიანებით გაგაცნობთ“ - განაცხადა გუნცაძემ.
ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაინდრავას განცხადებით კი, ლიგამ საქართველოში არსებული ვითარება გაითვალისწინა.
„პროცესები საკმაოდ დინამიურად ვითარდება და აქციის გადადების გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. „ამომრჩეველთა ლიგა“ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ გეგმავს“ - განაცხადა ხაინდრავამ.

ბეჭდვა