ელისო ჩაფიძე ივანიშვილის პარტიაში ადამიანის უფლებებისა და მედიის საკითხებზე იმუშავებს
ელისო ჩაფიძე ივანიშვილის პარტიაში ადამიანის უფლებებისა და მედიის საკითხებზე იმუშავებს
14:15 15.02.2012
გაზეთ "რეზონანსის" უკვე ყოფილი რედაქტორი ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის მომავალ პარტიაში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე იმუშავებს.  
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. "გუშინ დავემშვიდობე თანამშრომლებს და ჟურნალისტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ", - განმარტა ელისო ჩაფიძემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყნის უკეთეს მომავალთან დაკავშირებით "ქართული ოცნებიდან" მიღებულმა გარანტიებმა გადაადგმევინა. "ყველა ჩვენგანი ვიცხოვრებთ უფრო უკეთესად, უფრო ძლიერი სოციალური პრინციპებით მოწყობილ სახელმწიფოში. მე რომ ამის შესახებ სიტყვიერი გარანტიები არ მიმეღო, ასეთ რთულ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი", - განაცხადა ჩაფიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფი დღეს წარადგინა, რომელთა შორის ელისო ჩაფიძეცაა.

ბეჭდვა