„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიშნავს
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიშნავს
15:17 20.04.2012
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელს თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.  ამას ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულება ითვალისწინებს, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მიერ არის ხელმოწერილი.

სააგენტოს ფუნქციებში შედის ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლება და კომპეტენციის ფარგლებში ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა. ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის მიზნით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

ღვინის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.




ბეჭდვა