„ლეიბორისტები“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური პარტია უნდა შევიდეს
„ლეიბორისტები“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური პარტია უნდა შევიდეს
14:26 20.04.2012
„ლეიბორისტულ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტში არჩევნების შედეგად რამდენიმე პოლიტიკური პარტია უნდა იქნეს წარმოდგენილი.  
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის უმრავლესობით გამარჯვება მართებული არ არის.
„ლეიბორისტული პარტიის“ 20 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსული პოლიტიკური პარტია ასრულებს ერთი დიქტატორის ბრძანებებს“ - განაცხადა მან.
შატბერაშვილის შეფასებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის შესვლით, პარლამენტი უფრო დემოკრატიული გახდება.

ბეჭდვა