თანამშრომელთა დაწინაურების წესი მარტივდება
თანამშრომელთა დაწინაურების წესი მარტივდება
13:09 20.04.2012
საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა დაწინაურების წესი მარტივდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, მოხელე უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება იქნეს დანიშნული თუ უკვე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს.

კანონპროექტით კი, ეს ნორმა საერთოდ უქმდება. შესაბამისად, დაწინაურებისთვის მისი 6 თვიანი მუშაობის ვალდებულება აღარ იარსებებს.

პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში მოხელეს დაწინაურებისას ან კონკურსის წესით მიღებისას შესაძლოა, გამოსაცდელი ვადა დაუწესონ.
საპარლამენტო კომიტეტებში ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყება.

ბეჭდვა