ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოითხოვენ განმარტებას,
თუ რის საფუძველზე არ გასცეს დასკვნა, ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ივანიშვილის ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნის გაცემის ვადა გუშინ 18:00 საათზე ამოეწურა.
ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებისგან აღნიშნულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო ზეპირი განცხადებები გაკეთდა. კერძოდ, სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ დასკვნა თვის ბოლოს იქნება, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ადვოკატების განცხადებაში ხარვეზი აღმოჩნდა. თუმცა, ქუცნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრს ხარვეზის დადგენის დამადასტურებელი აქტი არ წარმოუდგენია.
