საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიურეი მაკკალის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და მაღალ დონეზე ორმხრივი ვიზიტების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა ავღანეთში გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობის გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობა.
