პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს თერჯოლის მოსახლეობას შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრას
ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში, კლდიაშვილის ძეგლთან 12:30 საათზე გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააცნობს.
ბაქრაძე ძევრულჰესში მომუშავე პერსონალს შეხვდება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ღვინის ქარხანა "ხარებას" ეწვევა.
