ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
19:48 19.04.2012
"რესპუბლიკური პარტიისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ  მაკდერმოტს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

ხიდაშელმა კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისა და დემოკრატიული პროცესების წახალისებისთვის მადლობა გადაუხადა.

ხიდაშელი, ასევე, შეხვდა კონგრესმენ დანა როჰრაბახერს. მისი განცხადებით, როჰრაბახერი მას კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური ღონსძიებების დაგეგმვაში დახმარებას დაჰპირდა.

დღესვე ხიდაშელი შეხვდა სენატორ რიჩარდ ლუგარს, სენატის უმრავლესობის სპიკერის დიკ დურბინის მრჩეველს, კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელებს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი მონიტორინგისა და სამართლიანი შეფასებისთვის აუცილებელია კონგრესმენთა მხარდაჭერის მოპოვება.

ბეჭდვა