საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციები გაიმართა
18:30 19.04.2012
თბილისში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციები გაიმართა.

ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა, საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტების, აგრეთვე, ეკონომიკისა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციებზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს დაეთმო, ასევე საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისი კომისიის პირველი სხდომის ოქმით გათვალისწინებული საკითხების რეალიზაციასა და მორიგი სხდომის სავარაუდო დღის წესრიგს.

მხარეები სამთავრობათშორისი კომისიის მე-2 სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაფართოებასა და სრულყოფაზე მუშაობას გააგრძელებენ.

ბეჭდვა