დავით ბაქრაძე ხვალ ძევრულ ჰესში მომუშავე პერსონალს შეხვდება
დავით ბაქრაძე ხვალ ძევრულ ჰესში მომუშავე პერსონალს შეხვდება
18:21 19.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ ქალაქ თერჯოლას მოსახლეობას შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში, კლდიაშვილის ძეგლთან 12:30 საათზე გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივებს მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააცნობს.
ბაქრაძე ძევრულ ჰესში მომუშავე პერსონალსაც შეხვდება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა. ამის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ღვინის ქარხანა "ხარებასაც" ეწვევა.

ბეჭდვა