ბიძინა ივანიშვილმა დღეს "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფი წარადგინა.
ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი, მათემატიკოსი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმა გოგა ჟვანია, ადვოკატი თამაზ ავდალიანი, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, დიპლომატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ნუგზარ დავითაშვილი და ფეხბურთელი კახი კალაძე.
როგორც დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის პრეზენტაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარე და სიის მირველი ნომერიც თავად იქნება.
