"ერთობა სამართლიანობისათვის" და "მწვანეთა პარტია" მემორანდუმს გააფორმებენ
"ერთობა სამართლიანობისათვის" და "მწვანეთა პარტია" მემორანდუმს გააფორმებენ
18:00 19.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" და "საქართველოს მწვანეთა პარტია" ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმს  გააფორმებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ერთობა სამართლიანობისთვის" და "მწვანეთა პარტია" საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში ერთობლივ სხდომას გამართავენ.
მემორანდუმს ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე და "მწვანეთა პარტიის" გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე მოაწერენ ხელს.

ბეჭდვა