ვაშაძე - საქართველოს უფლება აქვს იქ გაწევრიანდეს, სადაც მის მოქალაქეებს სურს
ვაშაძე - საქართველოს უფლება აქვს იქ გაწევრიანდეს, სადაც მის მოქალაქეებს სურს
17:46 19.04.2012
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და კრემლის პოლიტიკურ ელიტას მოუწევთ შეეგუონ იმას, რომ საქართველოს უფლება აქვს იქ გაწევრიანდეს  სადაც მის მოქალაქეებს სურთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიერ, დღეს საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
ვაშაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას არა მარტო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა, არამედ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი თავისუფალი ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყნის არსებობაც აღიზიანებს.
"ამიტომ ლავროვსა და კრემლის პოლიტიკურ ელიტას ორი არჩევანი აქვთ ან უყურონ ამას ან უსიმოვნო წუხილით და კბილების ღრჭიალით შეეგუონ" - განაცხადა ვაშაძემ.
ლავროვმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ში რუსეთის პარტნიორები საქართველოს კვლავ მოიხსენიებენ ე.წ. ასპირანტებს შორის, რაც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს. "პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სრული სამხედრო მომარაგების აღდგენას და მიიღო დაპირება ნატო-ში აუცილებელ მიღებაზე. ეს ადამიანი ავანტიურისტია და მის გამო, სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია არ გვინდა" - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბეჭდვა