რაც უფრო მეტს საუბრობს სერგეი ლავროვი საქართველოში არ ჩახვიდეთო, მით უფრო მეტი ხალხი ჩამოდის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქობულეთში პროფესიული კოლეჯის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი განცხადებებით რეკლამა გაუწია საქართველოს.
"ხომ არ ავიყვანოთ ლავროვი ტურისტულ აგენტად და ხელფასი დავუნიშნოთ? მთელი თვე ამაზე ლაპარაკობს და მისი განცხადება ყველას ნანახი აქვს. მან უკვე მეშვიდედ გაუწია რეკლამა საქართველოს ბოლო ერთ კვირაში" - განაცხადა პრეზიდენტმა.
სერგეი ლავროვმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია საქართველოში მოგაზაურობისგან თავი შეიკავონ, რადგან მისივე თქმით, საქართველოში არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.
