"რესპუბლიკური პარტიისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში სენატორ რიჩარდ
ლუგარს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" "რესპუბლიკური პარტიიდან" აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ასევე ხიდაშელმა სენატორს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსა და მედიაგარემოზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.
პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრის დროს სენატორმა ლუგარმა მზადყოფნა გამოთქვა, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერის პროცესში პირადად ჩაერთოს.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი აშშ-ში კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს თომას მელიას.
