ჰილარი კლინტონი საქართველოს ზაფხულის დასაწყისში ეწვევა
ჰილარი კლინტონი საქართველოს ზაფხულის დასაწყისში ეწვევა
16:03 19.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ზაფხულის დასაწყისში ეწვევა.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კლინტონის საქართველოში ვიზიტის კონკრეტული თარიღი დაზუსტებული არ არის და დგინდება.
კლინტონის ვიზიტის საკითხი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ვაშინგტონში გამართული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.
შეხვედრას საქართველოდან სერგი კაპანაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, ხოლო ამერიკის მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი, ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ერიკ რუბინი და თომას მელია უძღვებოდნენ.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა. ამერიკის სახელწიფო მდივანი თბილისს 2010 წელს სტუმრობდა.

ბეჭდვა