პრეზიდენტმა ქობულეთში პროფესიული განვითარების კოლეჯი გახსნა
პრეზიდენტმა ქობულეთში პროფესიული განვითარების კოლეჯი გახსნა
15:46 19.04.2012
საქართველოში ყველაფერი ქართველების მიერ უნდა გაკეთდეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა დღეს ქობულეთში პროფესიული განვითარების კოლეჯის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებმა ყველაფრის აშენება უნდა ისწავლონ, რადგან მათ კაშხლების და სხვადასხვა დანიშნულების შენობების აშენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეძლონ.
„ჩვენ უნდა შეგვეძლოს ცოდნის ექსპორტი. ხშირად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მინიმალური კვალიფიკაციაც არა გვაქვს და ეს ხალხის ბრალი არ არის, იმიტომ რომ 15 წელი ამ მიმართულებით არაფერი ხდებოდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტექნიკურ სასწავლებლებში, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში გაიხსნა, გადამზადება ყველა ასაკის მოქალაქეს შეუძლია.
„ჩვენ ბევრი ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი გვყავს საქართველოში, ყველაფერი ჩვენი საზოგადოების წევრებმა უნდა გააკეთონ. 2-3 წელიწადში უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 10%-ის ქვემოთ ჩამოვა. ქვეყანაში მოსახლეობის 100% დასაქმდება“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბეჭდვა