მომავალ კვირაში პარლამენტში ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება, რომელიც 323 მუხლისგან შედგება.
ახალი რეგლამენტი ორ ნაწილადაა
ჩამოყალიბებული – ძირითადი ნაწილი და გარდამავალი დებულება. ძირითადი ნაწილი იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა. გარდამავალ დებულებებში კი - დრობითი ნორმებია, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმოქმედებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, ახალი რეგლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღება.
