საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო მისიების მოწვევის მიზნით ხელისუფლების მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ წერილში სიტყვა „გრძელვადიანი“ არ არის მითითებული. ამის შესახებ კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა ირაკლი მელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ში საკუთარი წყაროების მეშვეობით მიიღო, თუმცა, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ აქვს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ საქართველოში ჩვეულებრივი მისიის მოწვევა გაგზავნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თაობაზე მოთხოვნა ოფიციალურად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში მისიების მოწვევა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება.
