საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩიკაგოში
დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინორმაციით, მხარეებმა როგორც სამიტის ფორმატებზე, ასევე მის შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც იქნა განხილული.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
გრიგოლ ვაშაძესა და ჰილარი კლინტონს შორის ორმხრივი შეხვედრა 18 აპრილს ბრიუსელში გაიმართა. ნატო-ს სამიტი კი, ჩიკაგოში 20-21 მაისს იგეგმება.
