ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია გაიმართა
ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია გაიმართა
14:47 19.04.2012
ცხინვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
"ოსინფორმის" ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის  ინაუგურაციას 500-მდე სტუმარი დაესწრო. 
ცხინვალში იმყოფებიან წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციიდან, აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ნიკარაგუადან.
ინაუგურაციას დაესწრნენ ე.წ. ექსპრეზიდენტები - ლუდვიგ ჩიბიროვი და ედუარდ კოკოითი.
ე.წ არჩევნებში გამარჯვებამდე ლეონიდ თიბილოვი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, უფლებადამცველმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.

როგორც ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა. არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 8 აპრილს მეორე ტური გაიმართა.

ბეჭდვა