ირაკლი მელაშვილი- ხელისუფლებასთან საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ
ირაკლი მელაშვილი- ხელისუფლებასთან საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ
14:28 19.04.2012
კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრი, კამპანია "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთმა წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ  ცვლილებებზე საკანონმდებლო ორგანოსთან მიღწეულ შეთანხმებებს მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესაებ მელაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების აქტიური მუშაობის შედეგად, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.
მელაშვილის განმარტებით, აღარ იარსებებს ცნება პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული პირების შესახებ, ამასთან, კონტროლის პალატა თავისი სურვილისამებრ ვერ გამოაცხადებს მონიტორინგის სუბიექტებს.
ირაკლი მელაშვილის თქმით, ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
"ველოდებით მომავალ კვირას, როდესაც პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, კმაყოფილი ვიქნები თუ შეთანხმების შედეგად მიღწეული საკითხები კანონში უცვლელად აისახება" - განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების შედეგად პოლიტიკური გარემო იდეალური ვერ გახდება, თუმცა, პოლიტიკურ პარტიებს კარგი კანონი ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.

ბეჭდვა