ჯონ ბასი ვაშაძისა და კლინტონის შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს
ჯონ ბასი ვაშაძისა და კლინტონის შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს
14:20 19.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს.
"ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს განწყობას და მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს - გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი" - განაცხადა ბასმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ბეჭდვა