ბაქრაძე – ყირგიზეთისთვის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითია
ბაქრაძე – ყირგიზეთისთვის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითია
14:18 19.04.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყირგიზეთი ქართული რეფორმებით დაინტერესდა.
ეს განცხადება ბაქრაძემ ყირგიზეთის  საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ყირგიზებს თავის ქვეყანაში საქართველოს მსგავსი რეფორმების განხორციელება სურთ.
"დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი იმედს მაძლევს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი არსებობს, რომელიც რეფორმებით არის დაინტერსებული. ამ პოლიტიკური კლასისთვის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითია. იმედს გამოვთქვამ, რომ რეფორმები ყირგიზეთშიც წარმატებული იქნება" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძემ.
საქართველოში მყოფი ყირგიზეთის პარლამენტის დელეგაციის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედებიან.
ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოდან 23 აპრილს გაემგზავრება.

ბეჭდვა