საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
გიორგი ბარამიძე უსაფრთხოების საკითხებში მე-5 საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დაგეგმილია ბარამიძის შეხვედრები უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, უკრაინის პარლამენტის წევრებთან და მმართველი პარტიის ხელმძღვანებელთან.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ასევე, შეხვდება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს.
ვიზიტის ფარგლებში, ბარამიძე კიევის სამართლის ინსტიტუტში თემაზე - "საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები" ლექციას წაიკითხავს.
