დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული ე.წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ე.წ არჩევნებში გამარჯვებამდე ლეონიდ თიბილოვი უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იყო.
თიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, უფლებადამცველმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა, თუმცა, არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 8 აპრილისთვის მეორე ტური დაინიშნა. ე.წ არჩევნებში გამარჯვებისთვის ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოდნენ.
