თბილისში დღეს რუსი პოეტის გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო გაიმართება
თბილისში დღეს რუსი პოეტის გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო გაიმართება
09:53 19.04.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში დღეს რუსი პოეტის გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან ცნობეს, პოეტი ახალი კრებულიდან - „წერილები იაკუბს“ ამონარიდებს წაიკითხავს და ქართველ მწერლებსა და პოეზიის მოყვარულებს გაესაუბრება.
გლებ შულპიაკოვი პოეტი, პროზაიკოსი და რუსული ლიტერატურის ახალი თაობის წარმომადგენელია.
ის ავტორია ლექსების კრებულებისა - „წკიპურტი”, „რკო”, „წერილები იაკუბს”, მგზავრის ჩანაწერებისა - „პერსონა Grappa”, „ბიძიას სიზმარი” „აგატა კრისტის მოყვარულთა კლუბი” და ,,ქალაქი Ё”.
ასევე, შულპიაკოვი ავტორია პიესებისა - „პუშკინი ამერიკაში” და „ქონდრისკაცი”. მიღებული აქვს წამახალისებელი პრემია „ტრიუმფი” პოეზიის დარგში.

ბეჭდვა