პაპუნა დავითაია საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში მიიღებს მონაწილეობას
პაპუნა დავითაია საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში მიიღებს მონაწილეობას
09:51 19.04.2012
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დღეს სარფის „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტის“ დარიგების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის სამინისტროს აპარატიდან აცნობეს, ბუკლეტები საზღვარგარეთ მიმავალ და საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს დაურიგდებათ.
პროექტი – „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტი“ სამინისტრომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განახორციელა.
სამინისტროს აპარატის ინფორმაციით, ბუკლეტი უცხოეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ბუკლეტი საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის საინფორმაციო ე.წ ლინკებს, მისამართებს, ასევე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზის ნომრებს შეიცავს.
ბუკლეტის დანიშნულება უცხოეთში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების პოპულარიზაცია, მათი ფუნქციური მნიშვნელობის ამაღლება და ტრეფიკინგისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტებისგან თავის დასაცავად უცხოეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა.

ბეჭდვა