პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს კონფერენცია – "ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის" გახსნა.
მაჭავარიანის გარდა, კონფერენციაზე სიტყვით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი მარსინ ვალეცკი გამოვა.
კონფერენციის მონაწილეები საპარლამენტო ეთიკის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.
კონფერენცია "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.
