საქართველოს ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა
09:39 19.04.2012
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბოდოშ მამიროვა ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტის ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, შემდეგ კი - პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
სტუმრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან - იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს.
21 აპრილს, ყირგიზეთის პარლამენტის წევრები ბათუმს ესტუმრებიან, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.
ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 23 აპრილს დატოვებს.

ბეჭდვა