ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა უკვე დასრულდა.
შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ჩიკაგოს სამიტის ფორმატსა და შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელს.
საუბარი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო.
ბრიუსელში ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავებაა.
