ედპ მთავარი კომიტეტის გაფართოებულ შეკრებას გამართავს
ედპ მთავარი კომიტეტის გაფართოებულ შეკრებას გამართავს
18:13 18.04.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ხვალ მთავარი კომიტეტის გაფართოებულ შეკრებას გამართავს.
როგორც პარტიის პრესცენტრში განმარტავენ, მთავარ კომიტეტს რეგიონული ორგანიზაციების, თბილისის, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები დაესწრებიან.
„განახლებული „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ახალი სტრატეგიითა და ტაქტიკით აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. მოხდა პროგრამის განახლება და თანამედროვე რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო ედპ-ს ძირეული ფასეულობები ეროვნულ ინტერესთან, დედა-ეკლესიასთან და ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში უცვლელია“- აცხადებენ ედპ-ს პრესსამსახურში.
ედპ-ს განახლებულ პროგრამაში ძირითადი აქცენტი ქვეყნის მთავარ პრობლემაზე - უმუშებრობაზეა გაკეთებული.
პარტიის მთავარი კომიტეტის გაფართოებული შეკრება ედპ-ს „კარდაკარის კამპანიის“ შემდეგ, მეორე ეტაპის დაწყებას უკავშირება, რომლის ფარგლებში ედპ საქართველოს ყველა ოჯახში პროგრამით - „დასაქმებული საქართველო“ მივა.

ბეჭდვა