"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს არასრულწლოვანი პატიმრები
მოინახულეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
"ეს ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან მცირედი ქველმოქმედებაა. ჩვენი სურვილი იყო პატრიარქის კურთხევა შეგვესრულებინა, რომელიც ეპისტოლესა და ყველა ქადაგებაში მოგვიწოდებს, რომ მოვინახულოთ პატირობაში მყოფი ადამიანები. ამიტომაც, დღეს ჩვენ მოვედით არასრულწლოვანთა კოლონაიში და აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაული მივულოცეთ"- განაცხადა ედპ-ს ქალთა ორგანზიაციის თავმჯდომარემ ეკა შინდაგორიძემ.
ახალგაზრდა "ეროვნულ-დემოკრატების" განცხადებით, მსგავსი აქციებით პატიმრები საზოგადოების მხრიდან თანადგომას გრძნობენ.
"აქ არის დაახლოებით 140-მდე პატიმარი. უშუალოდ შევხვდით ამ ახალგაზრდებს, ვნახეთ ის გარემო, სადაც მათ პატიმრობის წლების გატარება უწევთ. მთავარი არის, რომ ამ ახალგაზრდებმა თითოეული ჩვენგანის თანადგომა იგრძნონ" - განაცხადა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის წევრმა სიმონ ბერძენაძემ.
