ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობის გაზრდას ითხოვენ.
დღეს ავიატორებმა მთავრობის კანცელარიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ვეტერანთა განცხადებით, ისინი დღეისთვის სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 65 აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას იღებენ, რაც საარსებოდ არასაკმარისია.
"სულ 300 ავიატორი დავრჩით და ისინიც შიმშილით ვიხოცებით. მინისტრები კი, 50 000 ლარის ოდენობის პრემიას იღებენ" - განუცხადა "ნიუსპრესს" "საქართველოს მფრინავთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ალბერტ ნურბეკიანმა.
აქციაზე ავიატორებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისგან პირდაპირი ეთერის დათმობაც მოითხოვს. მათი თქმით, ხელთ აქვთ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ავიაცია განადგურების პირასაა და ამ ფაქტების საზოგადოებისთვის გაცნობა სურთ.
ყოფილი ავიატორები მომდევნო აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 20 აპრილს 14:00 საათზე გეგმავენ.
