პოლიტიკურმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დღეს ორი რაიონული ოფისი გახსნა.
"ქართული ოცნების" ოფისი ამბროლაურში გაიხსნა, რომელსაც ზაურ კაციტაძე უხელმძღვანელებს.
ოფისის გახსნას კოალიციის წევრები ალექსანდრე პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე დაეწრნენ.
დღეიდან კოალიციას ოფისი კასპშიც ექნება. "ქართული ოცნების" კასპის ოფისის ხელმძღვანელად ხათუნა თათანაშვილი დაინიშნა.
"ქართული ოცნების" ოფისები საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში გაიხსნება.
