საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადუსლავ სიკორსკის ხვდება.
პოლონელ კოლეგასთან შეხვედრამდე ვაშაძე ჩეხეთის, უკრაინისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, გრიგოლ ვაშაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა იგეგმება.
აშშ-ს ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით, ჰილარი კლინტონისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე საუბარი ISAF-ის მისიაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობას აუცილებლად შეეხება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტამდე, ბრიუსელში თავის კოლეგებთან მართავს შეხვედრებს, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილება.
ბრიუსელის შეხვედრები ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მაისში გაიმართება.
