საქართველო-გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს
საქართველო-გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს
14:30 18.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თავისი გერმანელი კოლეგა კორნელია პიპერი მიიღო.
როგორც შეხვედრის შემდეგ კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ფართო სპექტრზე იმსჯელეს. განიხილებოდა როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები.
„მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოსა და ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე. გერმანიისგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და იმედია ასეთი ურთიერთობა გაგრძელდება“-განაცხადა კალანდაძემ.
დელეგაციის ვიზიტი გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის ფარგლებში ხორციელდება.
მარტში საქართველოში გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე იმყოფებოდა.
კორნელია პიპერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდება. ვიზიტი ხვალ დასრულდება.

ბეჭდვა